სარეგისტრაციო ფორმა
arrow&v
მოცემულთაგან დროის რომელი შუალედი უფრო მოსახერხებელია თქვენთვის?

ტრენინგის ღირებულება:

1500 ლარი

 

 

სტუდენტები და ასევე ის  ორგანიზაციები, რომლებიც ერთზე მეტი თანამშრომლის ტრენინგს დააფინანსებენ, ისარგებლებენ

 30%-იანი შეღავათით. 

ფსიქოლოგია HRM-Si

კურსი განკუთვნილია ძირითადად იმ HR სპეციალისტებისთვის, რომელთაც არ აქვთ მიღებული ფსიქოლოგიური განათლებატრენინგის მიზანია, დაეხმაროს ადამიანური რესურსის მენეჯმენტის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს, გაეცნონ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის უახლეს კვლევით მონაცემებს, მიიღონ ცოდნა იმ ფსიქოლოგიური თეორიებისა და კანონზომიერებების შესახებ, რომელთაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ადამიანური რესურსის მართვის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში.

შეხვედრები (zoom-ის პლატფორმა) გაიმართება 2 ნოემბრიდან და 4 დეკემბრის ჩათვლით, კვირაში სამი დღე (ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი). თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი. 

 

ტრენინგკურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. ფსიქოლოგია ადამიანური რესურსის მენეჯმენტში. შესაბამისობის  ფსიქოლოგიური თეორიები და HRM

  2. სამართლიანობის კონცეფცია. უახლესი კვლევები სამართლიანობის როლზე HRM პროცესებში

  3. ღირებულებები, ეთიკა და ორგანიზაციული კულტურა

  4. შრომითი განწყობები (კმაყოფილება, ჩართულობა, ერთგულება) და „სამოქალაქო ორგანიზაციული ქცევა“

  5. პიროვნება ორგანიზაციაში: უნარები და პიროვნული მახასიათებლები 

  6. შრომითი მოტივაცია – ფსიქოლოგიური პერსპექტივა

  7. ქედმაღლობა ორგანიზაციაში

  8. თვითაქტუალიზაცია და HRM პროცესები

  9. ემოციური შრომა

  10. პერფექციონიზმი

  11. კომუნიკაცია ორგანიზაციაში

  12. აზროვნების სტილი და ლიდერობა

  13. მრავალფეროვნების მართვა

  14. უსაფრთხოების ფსიქოლოგიური ასპექტები

  15. კარიერიერული განვითარება ორგანიზაციაში 

  16. „თანამშრომლის ხმა“და დუმილი. თანამონაწილეობა მართვაში

  17. სტრესის ფსიქოლოგიური თეორიები და მათი გამოყენება ადამიანური რესურსის მართვაში. სამუშაო-ოჯახის ბალანსი და სამუშაო სტრესი 

  18. პოზიტიური კაპიტალი. „ბედნიერი მომუშავის“ კონცეფცია. ადამიანური რესურსის მართვა პოზიტიური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან

 

პროგრამის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ია კუტალაძე

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 595228297

© 2018 PMC-Consulting