top of page

09

ორგანიზაციული სტრუქტურა

   ორგანიზაციული სტრუქტურა ასახავს ორგანიზაციის შემადგენელი სტრუქტურული ერთეულების იერარქიას, ურთიერთმიმართებებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს ორგანიზაციაში. სტრუქტურა მოიცავს  ინდივიდებსა და ჯგუფების ფორმალურ კონფიგურაციას, ორგანიზაციაში დავალებების, პასუხისმგებლობებისა და ძალაუფლების (უფლებამოსილების) განაწილების სასურველ პრაქტიკას.


   ტექნოლოგიური პროგრესი, არასტაბილური, სწრაფად ცვალებადი გარემო და გაზრდილი კონკურენცია, ბაზარზე ეფექტიანი პოზიციონირების აუცილებლობა ორგანიზაციების სტრატეგიისა და ფუნქციონირების პატერნების ცვლილებასა და სიახლეებთან ადაპტირებას მოითხოვს. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება.


PMC ეხმარება ორგანიზაციებს ისეთი სტრუქტურის შემუშავებაში, რომელიც:

 

  • ამარტივებს პასუხისმგებლობის დელეგირებისა და ორგანიზაციული ცვლილებების გატარების პროცესებს;

  • ხელს უწყობს გამართულ კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

  • ანგარიშგების (ე. წ. რეპორტინგი) სისტემის ნათლად წარმოდგენის გზით ზრდის ორგანიზაციული კონტროლის ეფექტიანობას.

 
PMC სერვისები მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:

 

  • სტრუქტურის რედიზაინი;

  • სტრუქტურული ერთეულების დებულებების შემუშავება;

  • თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება, სამუშაოს ანალიზის უახლესი მეთოდების გამოყენებით.

bottom of page