top of page

01

ორგანიზაციული კვლევები

 ორგანიზაციის განვითარების მიზნით დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისა და შემდგომი დახვეწისთვის, ადამიანური რესურსის ეფექტიანი მართვის და ადეკვატური საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციაში არსებული ვითარების ადეკვატური შეფასება. არსებული მდგომარეობის ამსახველი რეალური სურათის შექმნაში განსაკუთრებული როლი ორგანიზაციულ კვლევას ენიჭება.

  ორგანიზაციული კვლევა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აწვდის კვლევაზე დაფუძნებულ ინფორმაციას ადამიანური რესურსის მართვაში არსებული მიღწევებსა და პრობლემური სეგმენტების შესახებ. ასევე, ღირებულ ინფორმაციას თანამშრომელთა განწყობებისა და ორგანიზაციაში არსებული კლიმატის შესახებ. კვლევა ორგანიზაციაში არსებული ვითარების ერთგვარი „აუდიტია“, რომელიც ტარდება ორგანიზაციის მართვის მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირებისთვის. ამგვარი ინფორმაციის გარეშე რთულია დაიგეგმოს ორგანიზაციული სისტემის გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებები; შესაბამისად, ორგანიზაციული კვლევა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნებისმიერი ორგანიზაციის პროფესიონალური ადმინისტრირების არსებითი/ძირეული კომპონენტი.

 

   PMC ორგანიზაციებს სთავაზობს მრავალფეროვან ორგანიზაციულ კვლევებს, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:

  • მართვის ეფექტიანობა;

  • სტრუქტურა და ორგანიზაციული კომუნიკაცია;

  • პერსონალის შრომითი განწყობები (შრომითი კმაყოფილება, ორგანიზაციისადმი ერთგულება, ჩართულობა); პერსონალის შრომითი განწყობების წინაპირობები და ორგანიზაციული შედეგები;

  • სამართლიანობის აღქმა ორგანიზაციაში და მისი კავშირი შრომით განწყობებსა და სამუშაოს შესრულებასთან;

  • შესაბამისობის კვლევები: ინდივიდი-სამუშაოსა და ინდივიდი-ორგანიზაციის თავსებადობა (კომპეტენციები, ღირებულებები...);

  • ორგანიზაციული კულტურა: ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების იდენტიფიკაცია და მისი ეფექტის შეფასება ორგანიზაციის ეფექტიანობაზე;

  • ორგანიზაციული პროცესებისადმი თანამშრომელთა დამოკიდებულებები და მოლოდინები;

  • სამუშაო სტრესი - სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესორების იდენტიფიცირება;

  • თანამშრომელთა კეთილდღეობა - ბედნიერების სუბიექტური აღქმის შეფასება;

  • კონტრპროდუქტიული და პროდუქტიული ქცევები ორგანიზაციაში - სამოქალაქო ორგანიზაციული ქცევა, დევიაციური ქცევები ორგანიზაციაში;

  • ორგანიზაციული კონფლიქტების ანალიზი, ინდივიდუალურ, ჯგუფისა და ორგანიზაციის დონეზე;

  • ორგანიზაციის რეპუტაცია - ორგანიზაციის იდენტობა, ორგანიზაციის იმიჯი, კორპორატიული რეპუტაცია;

  • მომხმარებელთა განწყობებისა და შიდაორგანიზაციული განწყობების კომპლექსური ანალიზი;

  • პროექტის ემპირიული (კვლევაზე დაფუძნებული) შეფასება (საჭიროებების ანალიზი (Needs Assessment); მიმდინარე პროექტის მონიტორინგი; პროექტის ეფექტიანობის შეფასება).

 

   დამკვეთის ინტერესის შესაბამისად, ორგანიზაციული კვლევა შეიძლება ფოკუსირებული იყო ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე სფეროზე. კვლევის საფუძველზეც აღიწერება ორგანიზაციაში არსებული პრობლემები და შემუშავდება რეკომენდაციათა პაკეტი მენეჯერებისათვის. შეთავაზებული იქნება პერსონალის მოტივირების, შრომითი კმაყოფილების და ორგანიზაციული ვალდებულების გაზრდის პროგრამები, პროფესიული სტრესის პროფილაქტიკისა და დაძლევის ორგანიზაციული მოდელები, პერსონალის მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და სხვ.

   ორგანიზაციულ კვლევაშ PMC იყენებს რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევის დიზაინს, სანდო, ვალიდურ და საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულ მეთოდებს.

bottom of page