top of page

03

HRM აუდიტი

HRM აუდიტი ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პოლიტიკის, შესრულებული სამუშაოსა და აქტივობების შეფასების პროცესია, რომელიც ორგანიზაციულ მიზნებთან მათ შესაბამისობას იკვლევს.

აუდიტი ტარდება HR ფუნქციების იმპლემენტაციისას პოტენციური ლაფსუსებისა და განსვლების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად, ყველა ორგანიზაციაზე მორგებული მზა, უნიფიცირებული რეკომენდაციების პაკეტი არ არსებობს.

HRM აუდიტის პირველი საფეხური ორგანიზაციული კვლევაა, რომელიც HR დეპარტამენტის მიმდინარე პრაქტიკას აფასებს. ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები ჩატარებულ ორგანიზაციულ კვლევას ეფუძნება და ითვალისწინებს მასპინძელი ორგანიზაციის სპეციფიკას.

HRM აუდიტის შედეგად იქმნება დეპარტამენტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი.

bottom of page