top of page

02

ტესტის შექმნა 

და aდაპტაცია

    PMC გთავაზობთ სხვადასხვა ფორმატის პროფესიული დასაქმების ორიგინალური ტესტების შექმნას და/ან საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, სტანდარტიზებული ტესტების ადაპტაციას. 

     ორიგინალური ტესტების შექმნა დამკვეთისათვის ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. 

  • ინტელექტუალური უნარების ტესტი: ტესტი აფასებს ვერბალური და რაოდენობრივი ინფორმაციის აღქმის, ანალიზისა და განზოგადების უნარებს; ამ ტიპის ტესტები (GATB, EAT, DAT და სხვ.) ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში აპლიკანტთა პირველადი შეფასებისთვის. ტესტი აფასებს შემდეგ სფეროებს: ანალიტიკური კითხვა, ლოგიკა, მონაცემთა საკმარისობა, ალგორითმული აზროვნება, მონაცემთა ინტერპრეტაცია და მათემატიკური ამოცანების გადაწყვეტა.

  • მენეჯერული უნარების ტესტი: აფასებს მენეჯერული საქმიანობისათვის ტიპური პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარებს: ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება, დაგეგმვა და ორგანიზება. ტესტი სიმულაციური მეთოდების ტიპს განეკუთვნება და ე. წ. „ღია“ დავალებებს მოიცავს. 

  • საკანცელარიო უნარების ტესტი: აფასებს, რამდენად აკურატულად და სწრაფად აღიქვამს ადამიანი სხვადასხვა სახის დეტალს, აანალიზებს მათ და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა. ტესტი მოიცავს არჩევითპასუხიან დავალებებს და შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, თითოეული მათგანი ზომავს საკანცელარიო უნარის განსხვავებულ ასპექტს: 
    –   დოკუმენტაციაზე სწრაფად და აკურატულად მუშაობის უნარი,
    –   დაგეგმვის, პრიორიტეტების მინიჭების, ინფორმაციის მოწესრიგების, დაარქივების უნარი,
    –   არითმეტიკის, მათემატიკის საბაზო ცოდნა/გამოყენების უნარი.

     

  • მექანიკური უნარების ტესტი: აფასებს მექანიკური პრინციპების გამოყენების, მექანიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარს, მარტივი მექანიკური და ფიზიკური პრინციპების გაგებასა და გამოყენებას პრობლემის გადასაჭრელად.
    –   მექანიკური ინტუიცია – აფასებს ადამიანის უნარს, გაიგოს მარტივი მექანიზმების მუშაობის პრინციპები,
    –   ხელსაწყოებით ოპერირების უნარი – აფასებს აპლიკანტის უნარს ამოიცნოს და/ან განსაზღვროს სხვადასხვა ინსტრუმენტის ძირითადი დანიშნულება,
    –    სივრცითი უნარი – აფასებს ფიგურებს შორის სივრცითი კავშირების გაგების, სიბრტყეზე მოცემული ფიგურის (ორგანზომილებიანი შლილი) სამგანზომილებიან ფიგურასთან დაკავშირების უნარს (და პირიქით); რუკის წაკითხვისა და მისი  სივრცეში ორიენტირების უნარს.

 

ტესტის ადაპტაცია:

 

   სხვა კულტურულ გარემოში შექმნილი პიროვნების მრავალფაქტორიანი კითხვარების, ინტელექტის (მათ შორის ემოციური, სოციალური), მენეჯერული უნარების, ლიდერობისა და სხვა მახასიათებლების შესაფასებელი ტესტების მორგება ქართულ რეალობასთან, მათი სანდოობისა და ფაქტორული სტრუქტურის შეფასება, ნორმების დადგენა. 

bottom of page