top of page

04

პერსონალის შერჩევა

    ნებისმიერი ორგანიზაციისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის საჭიროებებს და სამუშაოს მოთხოვნებს საუკეთესოდ მორგებული და განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომელთა შერჩევას. ამ ფუნქციის წარმატებით შესასრულებლად PMC გთავაზობთ თანმიმდევრულ მიდგომას, სანდო და ვალიდური ინსტრუმენტების შემუშავებას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ ორგანიზაციაში დასაქმების მსურველთა შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მოძიებასა და შეფასებაში. მეთოდოლოგიურად გამართული პროცესების გამოყენებით შეძლებთ არჩევანი საუკეთესო კანდიდატზე შეაჩეროთ.
 

    ჩვენ გთავაზობთ: ორგანიზაციაში არსებული პერსონალის შერჩევის პრაქტიკის ვალიდობის შეფასებას, პერსონალის შერჩევისა და სოციალიზაციის სისტემის აწყობას, HRM დეპარტამენტის თანამშრომელთა ტრენინგს პერსონალის შერჩევის მეთოდოლოგიურ საკითხებსა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებაში.
 

    შერჩევის ინსტრუმენტების ექსკლუზიური შეთავაზება:

  • პერსონალის მოზიდვა (მოძიების წყაროები, ვაკანსიის შესახებ განცხადების დიზაინი);

  • სააპლიკაციო ბლანკი;

  • სტრუქტურირებული ინტერვიუს გზამკვლევი;

  • „case“-ები ჯგუფური დისკუსიისთვის;

  • უნარების (მენეჯერული, ინტელექტუალური, საკანცელარიო და სხვ.) ტესტი;

  • პიროვნული მახასიათებლების შეფასება;

  • „შეფასების ცენტრი“ (კომპლექსური მიდგომა რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის სპეციფიკას მორგებული ისეთი მეთოდების ერთობლიობას, როგორიცაა: სიმულაციური ტესტი მაგ; „საფოსტო ყუთი“; ულიდერო ჯგუფის დისკუსია, ინტერვიუ, ინტელექტუალური უნარების შეფასება, პიროვნული მახასიათებლების შეფასება, როლური თამაშები და სხვ.)


  

bottom of page