05

შესრულებული სამუშაოს შეფასება

     შესრულებული სამუშაოს შეფასება თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შეფასების პროცესია. თავის მხრივ, ის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემური მოდელის ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის პროდუქტულობის ზრდას დაქირავებული პერსონალის (მათ შორის მათ მიერ შესრულებული სამუშაოს) მართვის გზით.
 

    დღეისთვის, ადამიანური რესურსის მართვაში ყველაზე აქტუალურ და მწვავე საკითხს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების ეფექტიანი სისტემის შემუშავება წარმოადგენს. ამგვარი სისტემა მომუშავეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვის, მიღებული შედეგების შეფასებისა და ადეკვატური უკუკავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო ფორმალური მეთოდებისა და პროცედურების კანონზომიერი/თანმიმდევრული ერთობლიობაა, რომლებიც მიმართული იქნება თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე.


    PMC გთავაზობთ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას ორგანიზაციის მიზნების, ორგანიზაციული კულტურის, სპეციფიკისა და თავისებურებების გათვალისწინებით. შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავებისა და დანერგვის პროცესი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • არსებული პრაქტიკის ანალიზი;

  • მენეჯმენტისა და თანამშრომლების მოლოდინების შესწავლა, შეფასების „კლიმატის“ ანალიზი;

  • შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;

  • შეფასების ფორმატის შერჩევა;

  • თანამშრომელთა თანამონაწილეობა ახალი მოდელის ფორმირებაში (პრეზენტაცია და უკუკავშირი);

  • შეფასების საბოლოო ფორმატის მომზადება;

  • შეფასების სისტემის პილოტირება;

  • შეფასების სისტემის დანერგვა;

  • სამოტივაციო პოლიტიკასთან შეფასების შედეგების ინტეგრაცია.

© 2018 PMC-Consulting