top of page

08

კარიერის დაგეგმვა

   თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სწრაფი ცვლილებები ზემოქმედებს სამუშაოს შესრულების სტანდარტებზე და მკაფიოდ წარმოაჩენს კარიერის სწორი მართვის დადებით ეფექტებს როგორც დამქირავებლებისთვის, ასევე დასაქმებული ადამიანებისათვის. კვალიფიციური კარიერული სერვისი ორგანიზაციაში ეხმარება ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანს თვითრეალიზაციასა და პიროვნული კეთილდღეობის მიღწევაში, ორგანიზაციებს კი ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში.
 

    დამსაქმებლების პრიორიტეტი არის არა მხოლოდ საუკეთესო კადრების მოზიდვა, დაქირავება, არამედ მათი შენარჩუნება, ხოლო დასაქმებულებისთვის წამყვანია საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაცია. ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში კარიერის მენეჯმენტის ეფექტური სისტემის არსებობა. ინდივიდი-სამუშაოს შესაბამისობის შეფასების საფუძველზე შესაძლებელი ხდება როგორც დამქირავებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება და თანამშრომელთა კარიერის ოპტიმალური დაგეგმვა და ადეკვატური საკადრო გადაწყვეტილებების მიღება.
 

     PMC გთავაზობთ ორგანიზაციაში კარიერის დაგეგმვის პროგრამის შექმნას, კარიერული ბილიკის შემუშავებას, რომელიც დაეფუძნება ორგანიზაციის მიზნების, სტრუქტურის ანალიზს და მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: 


(ა) თანამშრომლების მოლოდინების შესწავლა და შესაბამისობის კვლევა
არსებული სამუშაო გარემოს ან ინდივიდი-ორგანიზაციის შესაბამისობის/თავსებადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში პირობების მოდიფიცირებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

 

შესაბამისობის კვლევის შედეგად შემუშავდება თითოეული ორგანიზაციის თანამშრომელთა პროფილი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად.
 

დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება თავსებადობის ადაპტირებული კითხვარები, პიროვნების საკვლევი მრავალფაქტორიანი მეთოდები და სხვადასხვა უნარის (მაგ., ემოციური ინტელექტის, აკადემიური ინტელექტის, მენეჯერული უნარების და სხვ.) შეფასებისთვის განკუთვნილი სანდო და ვალიდური ინსტრუმენტები.
 

(ბ) თანამშრომელთა განვითარების მხარდაჭერა - ტრენინგი და განვითარება
თანამშრომლების ტრენინგის საჭიროების შეფასება, კვლევის საფუძველზე თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და მოტივაციების იდენტიფიცირება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოება.

 

(გ) თანამშრომელთა კონსულტირება კარიერის მართვასთან დაკავშირებით – თანამშრომელთა დახმარება მათი უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების შეფასებასა და კარიერული განვითარების გეგმის შედგენაში.
 
PMC-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისია ახალგაზრდების დახმარება პროფესიის არჩევასა და კარიერის დაგეგმვაში. ამ მიზნით ორგანიზაციას შესრულებული აქვს შემდეგი ტიპის პროექტები: პროფესიული ორიენტაციის ჰოლანდის თვითსაკვლევი ინსტრუმენტის ადაპტაცია, პროფორიენტაციისთვის პიროვნების საკვლევი კითხვარის შექმნა, მომზადებული აქვს სახელმძღვანელო „აირჩიე პროფესია“ და ვებგვერდი
myprofession.gov.ge

bottom of page