top of page

07

ტრენინგი და განვითარება

ტრენინგი და განვითარება აერთიანებს თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის ზრდის მიზნით დაგეგმილ აქტივობებს, რაც თანამშრომლების ცოდნის, უნარების, შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების სრულყოფაზეა ორიენტირებული. ტრენინგისა და განვითარების ეფექტიანი პროგრამა ორგანიზაციას ეხმარება შეინარჩუნოს „სწორი“ კადრი „სწორ“ პოზიციაზე და გაზარდოს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ტრენინგისა და განვითარების პროგრამის ეფექტიანობა პირველ რიგში ეფუძნება თანამშრომლების ტრენინგის საჭიროების ადეკვატურ შეფასებას.

 

PMC ტრენინგისა და განვითარების მოდულში გთავაზობთ ორი ტიპის მომსახურებას: 

  1. ტრენინგის საჭიროების ანალიზი: თანამშრომლების ტრენინგის საჭიროების შეფასება, კვლევაზე დაფუძნებული რეკომნდაციები, ტრენინგ-პროგრამის შემუშავება შესაბამისი მიმართულებით და მისი იმპლემენტაცია.

  2. ტრენინგის ჩატარება შემდეგ სფეროებში:

  • ადამიანური რესურსის მენეჯმენტი

  • ორგანიზაციული კვლევის მეთოდოლოგია

  • ტალანტების მოზიდვა და შერჩევა

  • ადამიანური და სოციალური კაპიტალი ორგანიზაციაში: როგორ მივაღწიოთ წარმატებას

  • შეფასების ცენტრი

  • თანამშრომლის ხმა: მართვის თანამედროვე პარადიგმები

  • სამუშაო სტრესი და თანამშრომელთა კეთილდღეობა

  • ტრენინგი ტესტის შექმნის მეთოდოლოგიაში

  • კომუნიკაციური უნარების ტრენინგი

  • გუნდური მუშაობის ტრენინგი

  • მომხმარებელთან მუშაობის ტრენინგი

3. ტრენინგის  ეფექტიანობის შეფასება

bottom of page